სკოლა-გიმნაზიის მისია,ხედვა და ღირებულებები

მისია

alt
ა(ა)იპ სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზია ქმნის პოზიტიურ, კონკურენტუნარიან და სწავლისთვის მასტიმულირებელ გარემოს, რათა აღზარდოს მართლმადიდებელი ქრისტიანი, ფიზიკურად, ზნეობრივად და ინტელექტუალურად განვითარებული, გულისხმიერი და შემწყნარებელი მომავალი თაობა, რომელიც თავის პოტენციალს მოახმარს ეროვნულ მიზნებს.

ხედვა

სკოლა-გიმნაზია ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ, მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს სწავლების სამივე საფეხურზე, ახდენს მოსწავლის შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოვლენას და მათი სულიერი და გონებრივი მონაცემების
განვითარებას,ეროვნული და მსოფლიო კულტურულ ისტორიული ფასეულობების გაცნობას, მოტივირებულ, ინფორმირებულ, კანონმორჩილ და ტოლერანტულ პიროვნებებად ჩამოყალიბებას,
  • სასკოლო განათლება მოზარდს განუვითარებს ქრისტიანული ღირებულებებისა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის უნარ-ჩვევებს, ასწავლის ოჯახის მართლმადიდებლური ტრადიციების პატივისცემასა და სამშობლოს სიყვარულს;
  • უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში STEM განათლების გაძლიერებით სკოლა გიმნაზია აღზრდის თანამედროვე ტექნოლოგიების შემქმნელ თაობას და დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას გააზიარებს ქვეყნის მასშტაბით;
  • უცხოური ენის გაძლიერებული სწავლებითა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობით საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებული მოზარდების რაოდენობა იქნება მუდმივად მზარდი;
  • სკოლა-გიმნაზიის ბაზაზე პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობით, 2031 წლისთვის წამყვანი და მენტორი მასწავლებლების რიცხვი გაიზრდება 50%-ით.

ღირებულებები

  • ღვთისა და მოყვასის სიყვარული;
  • პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება;
  • პატიოსნება და კეთილსინდისიერება;
  • სხვისი შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა;
  • მიუკერძოებლობა;
  • თანაგანცდა და თანადგომა, ჯანსაღი მორალური ატმოსფეროს შექმნა;
  • ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა წარსული გამოცდილების გამოყენებით;
  • პროფესიული ზრდა და განვითარება;
  • გუნდური მუშაობა.

ვაკანსია

მიმდინარე ვაკანსია არ მოიძებნა

საკონტაქტო ინფორმაცია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი დ. სტეფანწმინდა ტაბიძის ქ. 40
0345252608

სასარგებლო ბმულები